სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას უჩივლა

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ.

კომპანიიის დირექტორმა რამაზ სამხარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩეილი შეიტანა, რომლითაც კომისიის მიერ ამა წლის 31 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

საქმე ეხება ბათუმში, რადიოარხის ლიცენზიისთვის გამოცხადებულ კონკურსს, რომელშიც რადიო „ჰერეთთან“ ერთად, „რადიოცენტრი პლუსი“, იგივე რადიო „პალიტრაც“ მონაწილეობდა.

მიუხედავად იმისა, რომ ორი მოსამზადებელი სხდომა წარმატებით ჩატარდა, ორივე კომპანიამ შესაბამისი საკონკურსო დოკუმენტაცია წარადგინა და სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი ბაჟიც გადაიხადა, კომისიამ კონკურსი ჩაშლილად გამოაცხადა და ახალი კონკურსების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.
შესაბამისად, რადიომაუწყებლები მატერიალურად და მორალურად დაზარალდნენ. როგორც რამაზ სამხარაძე ამბობს, კომისიამ მაუწყებლობის შესახებ კანონი დაარღვია.

თავად კომისია, სარჩელთან დაკავშრებით კომენტარის გაკეთებას მოგვიანებით აპირებს. სასამართლოში სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის ინტერესებს კი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

მოუსმინეთ რამაზ სამხარაძის და საიას წარმომადგენლის, მიხეილ ჯახუას ხმას ►

მსგავსი პოსტები

Back to top button