კრიმინალი

კახი ბექაური: ჩემი პირადი შეცდომაა, რომ კონკურსი ამ სახით გამოცხადდა [AUDIO]

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) 31 აგვისტოს, ქ ბათუმში, “კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებელი კონკურსი”, სადაც ორი კომპანია შპს “რადიოცენტრი პლიუსი” და შპს “სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი” ღებულობდნენ მონაწილეობას ჩაშლილად გამოაცხადა. 

კომისიის თავმჯდომარემ კახი ბექაურმა განაცხადა, რომ მისი პირადი შეცდომა იყო აღნიშნული კონკურსის ამ სახით გამოცხადება, რადგან არათანაბარ პირობებში ჩააყენა ორი წარმატებული მაუწყებელი. მან განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა რეგიონული კონტენტისთვის ცალკე კონკურსი გამოცხადებულიყო და ცენტრიდან გავრცობილი სიგნალისთვის ცალკე.

კომისიის წევრებმა აღნიშნეს, რომ ორივე კომპპანია წარმატებულია და შესაბამისი კონცეფციები და დოკუმენტები სრულყოფილია. ერთის (პალიტრის) შემთხვევაში კომპანიას სურვილი აქვს მაუწყებლობა განავრცოს ბათუმში, მეორეს (ჰერეთის) შემთხვევაში, კომპანია აპირებს ახალი რადიომაუწყებლობის შექმნას, რაც ცალსახად მისასალმებელია – განაცხადეს კომისიის წევრებმა.

კენჭისყრაზე, რომელსაც კომისიის 5 წევრიდან 4 ესწრებობა (კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კომისიის კიდევ ერთი წევრი გიორგი ფრუიძე შვებულებაში იყო) ხმები გაიყო პალიტრას მხარი დაუჭირა მერაბ ქათამაძემ და ვატო აბაშიძემ, წინააღმდეგი წავიდა კახი ბექაური და ელისო ასანიძე, ხოლო ჰერეთის კენჭისყრის დროს კომპანიას მხარი დაუჭირეს ელისო ასანიძემ და მერაბ ქათამაძემ, წინააღმდეგი წავიდა ვატო აბაშიძე და კახი ბექაური, რომლის ხმაც კომისიის წესების მიხედვით გადამწყვეტია.

“ეს არის პირადად ჩემი და კომისიის ხარვეზი”- განაცხადა ბექაურმა სხდომაზე, რომელსაც ორივე კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მას დაეთანხმა ვატო აბაშიძეც და განაცხადა, რომ დღესვე 15:00 საათზე ახალი კონკურსები გამოცხადდებოდა, სადაც ორივე კომპანიას შეძლება ხელახლა შემოეტანა ცალ-ცალკე განაცხადები.

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის დამფუძნებელმა და დირექტორმა რამაზ სამხარაძემ კომისიის წევრებს განუცხადა, რომ ეს იყო არაობიექტური გადაწყვეტილება.

“პატივცემულო კომისიის წევრებო, თქვენ გაქვთ შესაბამისი პოზიციები და ანაზღაურება იმისთვის, რომ თქვენ თავიდანვე უნდა გაგეთვალისწინებინათ ის ფაქტორები, რა შედეგიც შესაძლოა დამდგარიყო. მეორეც, თქვენ გაქვთ ჩატარებული კვლევა, რომელიც კონკურსს დაედო საფუძვლად, სადაც რადიომსმენელის 56,7 % ადგილობრივი რადიოსადგურის აუცილებლობაზე საუბრობს ჰერეთის კონცეფცია პირდაპირ ერგებოდა კონკურსის პირობებსა და კვლევას. ჰერეთი აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს ”

“რადიო ცენტრი პლიუსი” სამაუწყებლო ბაზარზე 1 რადიოსადგურითაა (რადიო პალიტრა FM103.9) წარმოდგენილი და 2008 წლიდან მაუწყებლობს.

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი კი 1998 წლიდან არის ეთერში და ფლობს 3 რადიოს: ჰერეთს 102.8, თბილისს FM93.5 და ინტერნეტ რადიოს –  RelaxWebRadio – ს.

 

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button