მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

შვედეთი ნატო-ს 32-ე წევრი ოფიციალურად გახდა

შვედეთი ოფიციალურად გახდა ნატოს წევრი. შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. თითქმის ორწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლი ძალაში შევიდა.
განცხადების თანახმად, 7 მარტს გაწევრიანებისთვის საჭირო ყველა პირობა შესრულებულ იქნა. ამგვარად, შვედეთის ნატოში გაწევრიანების გზაზე ყველა საკვანძო ეტაპი გავლილია.
დღეს ვაშინგტონში იმყოფება შვედეთის პრემიერმინისტრი ულფ კრისტენსონი, რომელიც კონგრესში პრეზიდენტ ბაიდენის სიტყვით გამოსვლას დაესწრება.

შეგახსენებთ, შვედეთმა და ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტში წარადგინეს. ფინეთმა ალიანსში გაწევრიანების პროცედურა 2023 წლის მარტში დაასრულა. შვედეთის გაწევრიანება კი თურქეთისა და უნგრეთის წინააღმდეგობის გამო შეფერხდა.
დოკუმენტი 2024 წლის 7 მარტიდან შევიდა ძალაში.

“შვედეთის გაწევრიანება NATO-ს უფრო ძლიერს ხდის,” – ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ 11 მარტს, NATO-ს შტაბ-ბინაში შვედეთის დროშის აღმართვას მოუთმენლად ელის.

“ოფიციალურია – შვედეთი ახლა NATO-ს 32-ე წევრია და ჩვენს მაგიდასთან ღირსეულ ადგილს იკავებს. შვედეთის გაწევრიანება NATO-ს უფრო ძლიერს ხდის, შვედეთს უფრო უსაფრთხოს და მთელ ალიანსს უფრო დაცულს. მოუთმენლად ველი ორშაბათს ნატოს შტაბ-ბინაში მათი დროშის აღმართვას”, -წერს სტოლტენბერგი.

დღეს, შვიდ მარტს, შვედეთის დროით 17:15 საათზე, მას შემდეგ, რაც ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში შვედეთის გაწევრიანების შესახებ დოკუმენტი ვაშინგტონს გადაეცემა, ეს სკანდინავიური ქვეყანა ოფიციალურად გახდება ნატო-ს წევრი. ამასთან დაკავშირებით, შვედეთის პრემიერ-მინისტრი, ულფ კრისტერსონი საპატიო სტუმრად არის მიწვეული ღონისძიებაზე, რომლის დროსაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ერის წინაშე თავისი საპროგრამო სიტყვით გამოვა. როგორც თეთრი სახლის პრესრელიზშია ნათქვამი, კრისტერსონთან ერთად, სხვა სტუმრებიც არიან მიწვეულნი. ეს პერსონები იმ თემებთან არიან შეხებაში, რომლებსაც თავის გამოსვლაში ამერიკის პრეზიდენტი შეეხება.

მსგავსი პოსტები

Back to top button