ფილიპინის ციხეში 9 ადამიანი ცოცხლად დაიწვა

პილიპინის კუნძულების კუნძულ ლეითზე, ციხეში გაჩენილი ხანძრის გამო, 9 პატიმარი ცოცხლად დაიწვა, – გადმოსცემს ადგილობრივი პრესა.

კუნძულზე განლაგებულ ციხეში, რომელიც ქვეყნის დედაქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით 620 კილომეტრში მდებარეობს, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ხანძრი გაჩნდა. დაცვა და დანარჩენი პატიმრები, 8 საათის განმავლობაში, 9 ადამიანის გადარჩენას ამაოდ ცდილობდნენ. 1 ტუსაღი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილის -კონსტანტინო პედროსის ინფორმაციით, ციხე 500 პატიმარზეა გათვლილი, მაგრამ მიმდინარე მომენტში, იქ სასჯელს 1256 ადამიანი იხდის. იმ განყოფილებაში, რომელსაც ცეცხლი მოეკიდა, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებული პატიმრები სხედან, მათ რიცხვში – მკვლელებიც.

ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.

მსგავსი პოსტები

Back to top button