20 ნოემბერს კახეთში საკრებულოებს ახალი თვმჯდომარეები ეყოლება

ორშაბათს, 20 ნოემბერს კახეთის მუნიციპალიტეტებში ახლად არჩეულ საკრებულოებს, ახალი თვმჯდომარეები ეყოლება.

სწორედ ამ დღეს შეიკრიბებიან პირველად 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენებში გამარჯვებული დეპუტატები.

სხდომას საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები გახსნიან. შემდეგ კი მას უხუცესი წევრები გაუძღვებიან.

სხდომაზე დეპუტატები საკრებულოს თავმჯდომარეების გარდა, მათ მოადგილეებს და კომისიის ხელმძღვანელებს აირჩევენ. 20 ნოემბერსვე წინა მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილება შეუწყდება.

საკრებულოს პირველი სხდომები ჩატარდება გურჯაანში, ახმეტაში, ლაგოდეხში, დედოფლისწყაროში, ყვარლში, სიღნაღსა და საგარეჯოში.

კახეთის ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმრავლესობა მმართველმა პარტიამ მოიპოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button