კურთხევა ციდან – სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს უფლებამოსილება შეუწყდა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების შილდის, გრემის, ენისელის, ალმატის და საბუეს სკოლებში გრემის მონასტრის სასულიერო პირებმა ბავშვები ვერტმფრენიდან აკურთხეს და კანფეტები ჩაუყარეს.

როგორც ირკევავა ვერთმფრენი, რომელშიც სასულიერო პირები იმყოფებოდნენ, სასაზღვრო პოლიციას ეკუთვნოდა.

როგორც შს სამინისტროში განაცხადეს, მომხდარ ფაქტზე გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი მოკვლევა დაიწყო.

“მიმდინარე წლის 15 ნოემბერს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენით კახეთის რეგიონის სოფელ ენისელის მიმართულებით გახორციელებული სავარჯიშო ფრენების დროს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი მოკვლევა დაიწყო.შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ავიაციის თანამშრომელს შესაძლო შეუთანხმებელ ქმედების გამო სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყდა”,-განაცხადეს შს სამინისტროში.

მსგავსი პოსტები

Back to top button