აზერბაიჯანში მიწისძვრამ ორი სახლი დაანგრია – ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა

აზერბაიჯანში 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად ორი საცხოვრებელი სახლი დაინგრა, რვა კი დაზიანდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ეპიცენტრი ქალაქებში: ბარდასა და გეიჩაიში იყო. საცხოვრებელი სახლების დაზიანების გარდა მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები და რამდენიმე დასახლება ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

სტიქიის ზონაში მუშაობენ მაშველთა ჯგუფები. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

აზერბაიჯანში მომხდარი მიწისძვრა საქართველოშიც იგრძნობოდა. როგორც საქართველოს სეისმური მონიტორინგის ცენტრში გააუცხადეს, აზერბაიჯანში მიწისძვრა საქართველოს საზღვრიდან 171 კილომეტრის დაშორებით მოხდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button