Washingtonpost – ტრამპი ერთ დღეში 5-ნახევარ ტყუილს ამბობს

დონალდ ტრამპმა პრეზიდენტად არჩევის შემდეგ 1 628 ტყუილი თქვა.

ამის შესახებ გამოცემა ვაშინგტონ პოსტი იტყობინება.

მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპმა პრეზიდენტის პოსტზე 298 დღე გაატარა. აქედან გამომდინარე, ის დღეში საშუალოდ 5-ნახევარ ტყუილს ამბობდა.

როგორც ვაშინგტონ პოსტი წერს, თუ ტენდენცია გაგრძელდება, 2017 წლის ბოლოსთვის ტრამპს 2 ათასამდე ტყუილი ექნება ნათქვამი, პრეზიდენტობის ვადის დასრულებამდე კი ის 8 ათასამდე ტყუილს იტყვის.

მსგავსი პოსტები

Back to top button