Russia Today აშშ-ში უცხოელ აგენტად დაარეგისტრირეს

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მოთხოვნით, ტელეკომპანია Russia Today-ს ამერიკის ბიურო უცხოელ აგენტად დარეგისტრირდა.

ამერიკის ხელისუფლებამ რუსულ მედიასაშუალებას რეგისტრირება 13 ივნისს, “უცხოეთის აგენტის რეგისტრირების აქტის” შესაბამისად მოსთხოვა.

რუსული ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა მარგარიტა სიმონიანმა მომხდარს “კანიბალისტური ზომა” უწოდა. ”

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, უცხოელ აგენტად რეგისტრაცია ახალი ამბების გაშუქებას არავის უკრძალავს.

რუსეთის საგარეო უწყებაში კი განმარტეს, რომ მოსკოვმა შესაძლოა, ამერიკული მედიის წინააღმდეგ საპასუხო ზომები მიიღოს. საუბარია “რადიო თავისუფლებასა” და “ამერიკის ხმაზე”.

მსგავსი პოსტები

Back to top button