მმართველი პარტია რუსთავი2-ის ეგზიტპოლებს ენდობა

პოზიცია მედიასთან ქართული ოცნების ლიდერებმა დააფიქსირეს.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მათ პარტიულ დათვლებს „რუსთავი 2″-ის ეგზიტპოლები დაემთხვა. ირაკლი კობახიძემ კახა კალაძეს გამარჯვება მიულოცა. პარლამენტის თავჯდომარის შეფასებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად ლიდერობს.

„იქნება სავარაუდოდ, მეორე ტურები მთელ რიგ მუნიციპალიტეტებში, თუმცა უმეტეს შემთხვევაში, პირველ ტურში დამთავრდება მერის არჩევნები,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, კახა კალაძე დამაჯერებლად იმარჯვებს. მამუკა მდინარაძის შეფასებით, თბილისი სიცოცხლით სავსე ქალაქი იქნება.

“ედისონ რისერჩს” ეგზიტპოლები სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-მა დაუკვეთა.

18 საათის ეგზიტპოლების მიხედვით, დედაქალაქში 54% კახი კალაძემ, 15% ზაალ უდუმაშვილმა, 14% ალეკო ელისაშვილმა მიიღეს.

ტელეკომპანიის თქმით ცდომილება 2-2.5 % შეადგენს.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების პირველად შედეგების გამოქვეყნებას ღამის 2 საათიდან დაიწყებს.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button