გავაკეთე არჩევანი და შემოვხაზე ცხვარი – პროტესტი თელავში

თელავში სამოქალაქო კამპანიიის მონაწილეები სოციალურ ქსელში ავრცელებენ ბიულეტენებს, სადაც ბოლოში ხელით არის მიწერილი ნომერი და სიტყვა ცხვარი, რომელი შემოხაზულია.
სამოქალაქო აქტივისტის არჩილ მჭედლიშვილი ქსელში წერს, რომ საკუთარი არჩევანი ამ ფორმით დააფიქსირა.

მან, პროტესტის ნიშნად სამივე ბიულეტენში ცხვარი შემოხაზა.

მჭედლიშვილი საარჩევნო ბიულეტენებში ცხვრის ჩაწერასა და შემოხაზვას სხვა ამომრჩევლებსაც სთხოვს.

მას შემდეგ, რაც თელავს ჩამოერთვა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, თელაველთა ნაწილმა გადაწყვიტა, 21 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში ხმა ჩლიქოსანს მისცეს. სამოქალაქო აქტივისტები მიიჩნევენ, რომ ნამდვილი ცხვარი უფრო მიესადაგება მერის როლს, ვიდრე ის „ცხვრები“, რომლებიც ყველაფერში ემორჩილებიან ხელისუფლებას.

22553045_1949799175047158_2132817977160813341_o

მსგავსი პოსტები

Back to top button