სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლებმა 22 საჩივარი და 20 შენიშვნა დაწერეს

“სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლებმა 22 საჩივარი და 20 შენიშვნა დაწერეს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელმა საარჩევნო პროცესი მედიაცენტრში შეაფასა. „სამართლიანი არჩევენების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები:

• #79 ბათუმი საოლქო კომისიის #26 საარჩევნო უბანზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელი არ დაუშვეს საარჩევნო უბანზე, რის შედეგადაც ვერ დააკვირდა წილისყრის პროცედურას;
• #2 ვაკის საოლქო კომისიის #36 საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის მიერ წარდგენილი საჩივარი არ კომისიამ არ დაარეგისტრირა;
• #2 ვაკის საოლქო კომისიის #53 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ უშვებდნენ.
• #67 ზუგდიდის საოლქო კომიის #65 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარემ დამკვირვებელს წაართვა მობილური ტელეფონი და მოგვიანებით დაუბრუნა;
• #1 საარჩევნო ოლქის #14 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს არ ეძლეოდა ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის გაკეთების უფლება;
წილისყრის ჩატარების წესის დარღვევა:
• #10 გლდანის საარჩევნო ოლქის #8 საარჩევნო უბანზე წილისყრის ჩატარების გარეშე გადაინაწილეს კომისიის წევრებმა ფუნქციები;
• #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #36 საარჩვნო უბანზე წილისყრის ფარულობა დარღვეული იყო;
• #30 კასპის საარჩევნო ოლქის #27 საარჩევნო უბანზე წილისყრა ორჯერ ჩატარდა;
• #20 რუსთავის საოლქო საარჩევნო ოლქის #4 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრმა უარი თქვა წილისყრაში მონაწილეობაზე
• #79 ბათუმის ოლქის #61 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრმა არ მიიღო წილისყრაში მონაწილეობა.
საკონტროლო ფურცლის არასათანადოდ შევსება:
• #79 ბათუმის საოლქო კომისიის #86 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებმა არასწორად მოაწერეს საკონტროლო ფურცელს ხელი;
• #59 ქუთაისის საოლქო კომისიის #64 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთ საკონტროლო ფურცელზე მითითებული არ არის მისი შევსების დრო;
• #5 ისნის საარჩევნო ოლქის #49 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელზე შეიტანეს იმ ამომრჩევლის მონაცემები, რომელიც არ იყო ამ საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული;
• #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #64 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცლზე არ მიუთითეს ყუთში ჩაგდების დრო, რის შემდეგაც გახსნეს ძირითადი საარჩევნო ყუთი, ამოიღეს საკონტროლო ფურცელი შეავსეს და ყუთში თავიდან მოათავსეს;
• #4 კრწანისის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელზე ამომრჩევლის ხელმოწერა არ არის დაფიქსირებული;
• #7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის #9 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელზე არ მიეთითა ყუთში ჩაგდების დრო;
• #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანზე პირველი კონვერტი საარჩევნო ყუთში მოათავსა არაუფლებამოსილმა პირმა;
• #30 კასპის საარჩევნო ოლქის #27 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელი პირველი ამომრჩევლის მოსვლამდე მოათავსეს ყუთში, რომელიც შემდგომ ამოიღს ყუთიდან.
კენჭისყრის მიმდინარეობის დროს იდენტიფიცირებული დარღვევები:
კენჭისყრის პროდეცურის დარღვევა:
• #82 ქობულეთს საარჩევნო ოლქის #47 საარჩევნო უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების შემოწმებას არ აწარმოებს;
მარკირების პროცედურის დარღვევა:
• #79 ბათუმი საოლქო კომისიის #45 საარჩევნო უბანზე პირველ ამომრჩეველს არ შეუმოწმდა მარკირება;
• #2 საარჩევნო ოლქის #68 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს არ შეუმოწმდა მარკირება;
მარკირების წესის დარღვევა:
• #7 ჩუღურეთის საოლქოს კომისიის #42 საარჩევნო უბანზე მარკირება უბანზე არარეგისტრირებულ ამომრჩეველს გაუკეთდა, რითაც ამომრჩეველს შეეზღუდა არჩევნებში მონაწილეობის უფლება;
ბიულეტენის არასწორად მოთავსება ყუთში:
• #1 მთაწმინის საარჩევნო ოლქის #6 საარჩევნო უბანზე ამომრჩველმა ერთი ბიულეტენი კონვერტების გარეშე მოათავსა ყუთში.
საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება:
• #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #60 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა წინასწარ დაამოწმა ბიულეტენები ხელმოწერითა და ბეჭდით.
• #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #60 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა დიდი რაოდენობით ბიულეტენები წინასწარ დაამოწმა ხელმოწერით და ბეჭდით;
• #9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #16 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩველს გადასცა 4 ბიულეტენი;
• #79 ბათუმის ოლქის #31 საარჩევნო უბანზე ამომრჩველი კონვერტში მოთავსებული ბიულეტენებით გამოვიდა კენჭისყრის კაბინიდან.

მსგავსი პოსტები

Back to top button