„სამართლიანი არჩევნების“ მესამე შუალედური ანგარიში

“სამართლიანი არჩევნების” შეფასებით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები გახშირდა – ამის შესახებ შუალედური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრეს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ სავარაუდო ზეწოლისა და მუქარის 23, სამსახურიდან სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების 1, ძალადობის 2, წინასაარჩვენო კამპანიაში ხელშეშლის 3, ამდინიტრაციული რესურსის გამოყენების 6 და სააგიტაციო მასალების დაზიანების 11 შემთხვევა დაფიქსირდა.

დოკუმენტში მოხვდა ბაღების სკანდალიც, როდესაც დირექტორები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა სიებს ადგენდნენ. ორგანიზაცია მოუწოდებს პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება რადგან ეს შემთხვევები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

კვლევაში ასევე მოხვდა დმანისში ყურანზე დაფიცების ფაქტი, სადაც ადგილობრივებს მმართველი გუნდის წარმომადგენლები სთხოვდნენ, რომ ყურანზე დაფიცებით დაედასტურებინათ მხარდაჭერა.

არასამთავრობო სექტორის შეფასებით, საარჩევნო კამპანიის წარმოების შესაძლებობა ყველას თანაბრად არ ეძლევა და არც წინასაარჩევნო გარემოა მშვიდი.

დამკვირვებლებმა საარჩევნო სუბიექტების 400-მდე საჯარო გამოსვლა შეისწავლეს.

მესამე შუალედური ანგარიში 26 სექტემბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button