ქედაში მეწყერმა საცხოვრებელი დაანგრია

ქედაში, სოფელ გოგინიძეებში, ბაჯელიძეების საცხოვრებელი სახლი მეწყერმა დაანგრია.

ოჯახის ორი წევრი მეწყერის ჩამოწოლის დროს სახლში იყო. ოთარ ბაჯელიძე ყვება, რომ დაახლოებით საღამოს 8 საათი იქნებოდა, სახლში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც ძლიერი ხმა გაიგეს და სახლის კედლებმა რღვევა დაიწყო.

ბაჯელიძე მსუბუქად დაშავდა. მას დახმარება ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა, მისი გადაყვანა სტაციონარში არ გახდა საჭირო.

მეწყერმა სახლი მთლიანად დაანგრია, დააზიანა დამხმარე ნაგებობები, დაიღუპა შინაური ცხოველი. ოჯახის საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენას ცდილობენ.

მეწყერმა ჩაკეტა 35 ოჯახთან დამაკავშირებელი გზაც.

ინფორმაციის წყარო

მსგავსი პოსტები

Back to top button