სტიქიის შედეგები საქართველოში

ძლიერმა წვიმამ და ქარმა ხულოში, სოფელ იაკობაძეების სკოლის მიმდებარე ტერიტორია ჩახერგა.

დაზიანებულია გზის ნაწილი. საფრთხე სასწავლო დაწესებულებასაც ემუქრება. სკოლაში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშეში კი გზის აღდგენითი სამუშაოები იწყება. წყალმა სოფლის გზის ნაწილი წაიღო, რომელიც ცენტრალურ ავტომაგისტრალსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტს აკავშირებს – ტერიტორიაზე ამ დრომდე შეწყვეტილია საავტომობილო მოძრაობა. ავტომანქანები შემოვლითი გზით მოძრაობენ.

პარალელურად, უხვი ნალექისგან მიყენებულ ზარალს ითვლის სპეციალური კომისია. ძლიერმა წვიმამ გუშინ ქუთაისიც დააზარალა – წყალმა დატბორა ქუჩები და შენობები. ერთ-ერთი სკოლიდან მოსწავლეების ევაკუაციაც გახდა საჭირო.

ზარალის დათვლა მიმდინარეობს გურიაში, რომელიც უხვმა ნალექმა მნიშვნელოვნად დააზარალა. ადიდებული მდინარეების გამო პარალიზებული იყო რამდენიმე დასახლებული პუნქტი და საავტომობილო გზები.

მსგავსი პოსტები

Back to top button