მედიაპარტნიორობის პროგრამა კონკურსს ბოლოჯერ აცხადებს

“საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამა” (GMPP) ბოლოჯერ აცხადებს მონაწილეთა შესარჩევ კონკურსს მიმდინარე გრანტის ფარგლებში – ამის შესახებ რადიო ჰერეთს საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭოდან, მედიაპარტნიორობის პროგრამიდან აცნობეს.

წლევანდელი კონკურსი რეგიონული ტელევიზიებისთვისაა, რომლებიც დედაქალაქის ფარგლებს გარედან მაუწყებლობენ. ღია კონკურსის შედეგად შეირჩევა 2 რეგიონული ტელევიზია, რომლებიც ამერიკულ პარტნიორ ტელეკომპანიებთან ორმხირივ გაცვლით ვიზიტებს განსახორციელებენ 2018-19 წწ. განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 30 ოქტომბერია.

IREX-ის და აშშ საელჩოს წარმომადგენლების მიერ ღია კარის დღე 17 ოქტომბერს, 12 საათზე ჩატარდება.

2014 წელს, რადიო ჰერეთმა სწორედ ამ პროგრამის  საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამაში (GMPP) / Georgian Media Partnership Program,ფარგლებში გაიმარჯვა.ჰერეთის პარტნიორი შეერთებულ შატებში მაუწყებელი “ქრომველ გრუპი” გახდა.“ქრომველ გრუპი”რამდენიმე შტატში 28 რადიოსადგურით ოპერირებს.

საკონკურსო განცხადების სრული ტექსტი და ქართულ და ინგლისურ ენაზე შესავსები ანკეტები იხ. ბმულზე: http://jobs.ge/155077/

მსგავსი პოსტები

Back to top button