არასამთავრობოები ქალი ამომრჩევლების გამოკითხვას ატარებენ

ქალი ამომრჩევლის პრიორიტეტების გამოსავლენად არასამთავრობო ორგანიზაციები რეგიონებში გამოკითხვას ატარებენ. დღეს გამოკითხვა ლაგოდეხში ჩატარდა.

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი, 60-ზე მეტ ორგანიზაციას აერთიანებს. ლაგოდეხში გამოკითხვას სამოქალაქო განვათარების ასოციაცია ატარებს. ასოციაციის ხელმძღვანელის თამარ მუმლაძის განცხადებით, გამოკითხვა მიმდინარეობს ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით, რათა კონკრეტული პრობლემები საარჩევნო დღის წესრიგში მოხვდეს.

“გამოკითხვის შედეგებს სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი არჩევნებში მონაწილე პარტიებს და კანდიდატებს გადასცემს რათა საარჩევნო პროგრამებში ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტები გაითვალისწინონ”, – განუცხადა რადიო ჰერეთს თამარ მუმლაძემ.

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა 52% ქალია, თუმცა კვლევები აჩვენებს,რომ ქალების მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში დაბალია და 2014 წლის არჩევნებში მხოლოდ 40% შეადგინა.

როგორც ცნობილია, თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

DSCN7074

DSCN7076
DSCN7075

მსგავსი პოსტები

Back to top button