ავიაკომპანია Raynair-მა 18 000 ფრენა გააუქმა

ავიაკომპანია „რაინ ეარმა“ 18 000 ფრენა გააუქმა. საუბარია 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის მარტის ჩათვლით დაგეგმილ რეისებზე.

ფრენების გადადება 400 000-ს მგზავრს ეხება. ავიაკომპანიის გადაწყვეტილებით, 34 მიმართულებით ფრენები დროებით შეწყდება. მანამდე ირლანდიურმა კომპანიამ დღეში 50 ფრენის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ამის მიზეზად პილოტების საშვებულებო გრაფიკთან დაკავშირებული არეულობა დაასახელეს.

კომპანიაში ამბობენ, რომ ფრენების გაუქმება კომპანიას შეცდომის გამოსწორების საშუალებას მისცემს. დაზარალებულ მგზავრებს ალტერნატიული მარშრუტით ფრენას ან ბილეთის საფასურის ანაზღაურებას სთავაზობენ. “რაინ ეარში” კატეგორიულად უარყოფენ, რომ პრობლემები პილოტების სიმცირემ გამოიწვია.

მსგავსი პოსტები

Back to top button