ელისო კილაძის შვილი სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო

ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე სასამართლომ ნარკოდანაშაულის ბრალდებაში უდანაშაულოდ სცნო.

გადაწყვეტილება მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ გამოაცხადა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით ხარშილაძე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალში გამართლდა.

გაზეთ “ქრონიკა პლუსის” მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე მიმდინარე წლის 14 მარტს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით წარედგინა, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენას, შენახვას, დამზადებას, გადაგზავნასა და გასაღებას გულისხმობს.

კილაძე შვილის დაკავებას მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button