ძლიერი მიწისძვრა მეხიკოში

მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში რამდენიმე საათის წინ 7.1 ბალის სიძლიერის მიწისძვრა დაფიქსირდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტო და ვიდეო მასალაბზე შენობების ნანგრევები ჩანს, საიდანაც ადამიანების ამოყვანას ცდილობენ.

მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ქალაქში, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 20 მილიონია, რამდენიმე ათეული სახლი დაინგრა. დაღუპულია სულ ცოტა, 140 ადამიანი.

ამერიკის პრეზიდენტი მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. “ღმერთო დაიფარე მეხიკოს მოსახლეობა. თქვენთან ვართ და ვიქნებით” – დაწერა მან “ტვიტერზე”.

მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაზარალებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. საქართველოს დიპლომატიურ უწყებაში თქვეს, რომ საკონსულო დეპარტამენტი აღრიცხვაზე მყოფ საქართველოს ყველა მოქალაქეს უკვე დაუკავშირდა და მათ რაიმე სახის დახმარება არ ესაჭიროებათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button