ჯეჯელავა მასწავლებლისა და დირექციის პასუხისმგებლობის დაყენებას არ გამორიცხავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, შუახევის სკოლის მასწავლებლისა და დირექციის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას არ გამორიცხავს.

როგორც ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა, პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს გაფრთხილება, საყვედური და უკიდურეს შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლება.

საქმე ეხება ქედის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლას, სადაც მასწავლებელმა პირველკლასელთა ფოტოები გადაიღო და გამოაქვეყნა, ამ ფოტოებზე მოსწავლეებს “ქართული ოცნების” დროშები უჭირავთ.

21731270_950839235053837_1696097335966855086_n

მსგავსი პოსტები

Back to top button