თუშეთში ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ

თუშეთში, ხახაბოს ტყეში ცეცხლის ცალკეული კერების ჩაქრობას ცდილობენ.

ადგილზე 5 სახანძრო ეკიპაჟი მუშობს. მეხანძრე-მაშველების განცხადებით, პროცესში ავიაციის ჩართვა არ არის საჭირო, ვინაიდან ძირითადი კერები ლიკვიდირებულია და ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

ხახაბოში დაახლოებით ორ კვირაზე მეტია სხვადასხვა ინტენსივობით ხანძარია, დამწვარია ათეულობით ჰექტარი წიწვოვანი ტყის მასივი.

მსგავსი პოსტები

Back to top button