რადიოფერმერი

15 სექტემბრიდან თოქ-შოუ “რადიოფერმერი” ეთერში ბრუნდება

ახალი სამაუწყებლო სეზონიდან რადიო “ჰერეთის” ეთერში ბრუნდება თოქ-შოუ რადიოფერმერი.

გადაცემა ეთერში პარასკევს, 15 სექტემბერს, 12:00 საათზე, ახალი ამბების დასრულებისთანავე გავა.

“რადიოფერმერის” გადაცემების სერია განკუთვნილია სოფლის მეურნეობით დაინტერესებული მსმენელისთვის, ფერმერებისთვის, ბიზნესის იმ წარმომადგენლებისთვის, ვინც სოფლის მეურნეობის სექტორში აქტიურადაა ჩართული.
გადაცემებში მსჯელობა იქნება როგორც პრობლემებზე, ასევე სოფლის მეურნეობის სექტორში ახალ გამოწვევებზე, ინოვაცებსა თუ სხვა მიდგომებზე.

რადიო “ჰერეთი” თვეში 2 ჯერ ამზადებს 60 წუთიან თოქ-შოუს, რომელსაც ჟურნალისტი გიორგი ალადაშვილი უძღვება.

გადაცემაში ფერმერებთან ერთად მოწვეულნი იქნებიან სოფლის მეურნეობის ექსპერტები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, იმუშავებს პირდაპირ ეთერში სატელეფონო ცხელი ხაზი 0354 22 51 46.

19457969_1558668270810629_976060365_o-640x300

მსგავსი პოსტები

Back to top button