უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ძმას ცხოვრების ნებართვა გაუუქმდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმის, დავით სააკაშვილის, დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გააკეთა.

უწყების კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის, არტიომ შევჩენკოს, განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ძმა სამართალდამცველებმა უკრაინის საიმიგრაციო სამსახურში გადაიყვანეს.

მისი თქმით, დავით სააკაშვილმა ქვეყანა უნდა დატოვოს, რადგან მისი უკრაინაში ცხოვრების ნებართვა გაუქმებულია.

კიევში მიხეილ სააკაშვილის ძმა დააკავეს

მსგავსი პოსტები

Back to top button