კახაბერ ცისკარიძე ბათუმის მერობის კანდიდატი იქნება

მომღერალი კახაბერ ცისკარიძე ბათუმის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება. შესაბამისი განცხადება მან ბათუმში, 6 მაისის პარკში გააკეთა, სადაც დამოუკიდებელმა საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა.

კახაბერ ცისკარიძე ამბობს, რომ პოლიტიკაში კონკრეტული გეგმებით მოდის. მისი თქმით, პირველ რიგში ქალაქის იმიჯსა და პოპულარობაზე უნდა იზრუნოს. მთავარი მიზანი კი ბათუმის ხელოვნების ქალაქად გადაქცევა სურს.

“ბათუმმა და ბათუმელებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით პოპულარული გამხადეს. ვთვლი, რომ ახლა მათთან ვალში ვარ. მინდა ჩემი ენერგია, იდეები და გამოცდილება ამ ქალაქს მოვახმარო. ხალხის თანადგომით, ერთიანი ძალებით ჩვენი ქალაქი უკეთესობისკენ უნდა შევცვალოთ”, – განაცხადა მომღერალმა და პროდიუსერმა კახაბერ ცისკარიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button