აზერბაიჯანმა საქართველოში ვერტმფრენი გამოაგზავნა

აზერბაიჯანული ახალი ამბების სააგენტო APA იუწყება, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის დავალებით, აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ საქართველოში ვერტმფრენი გამოაგზავნა, რათა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრის ჩაქრობაში ქართულ მხარეს დაეხმარონ.

ამ დროისათვის ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ისევ ძლიერი ქარი ართულებს. ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნება.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, სალიკვიდაციო სამუშაოები ისევ აქტიურ რეჟიმში გრძელდება, თუმცა მეტეოროლოგიური პირობები მიმდინარე სამუშიებს ართულებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button