“ისნის ბაზრობაზე ხანძრის შედეგად საქონელი მთლიანად განადგურებულია”

ისნის ბაზრობის ხანძრის შედეგად დაზარალებულებს დღეს საკუთარი საქონლის დათვალიერების და აღწერის საშუალება მისცეს.

სამართალდამცველებმა დამწვარი ტერიტორიის ერთი რიგი გახსნეს. როგორც დაზარალებულები ამბობენ, საქონელი მთლიანად განადგურებულია. მათივე თქმით, ზარალი ათასობის ლარია.

ისნის ბაზრობაზე ხანძარი 19 აგვისტოს გამთენიისას გაჩნდა. დამწვარია დაახლოებით 38 ჯიხური.

მსგავსი პოსტები

Back to top button