ხანძარი დაბას ტერიტორიაზე – მეხანძრეებს ცეცხლის ჩაქრობა უჭირთ

20953378_1814048675287112_4168907894713274993_nბორჯომის რაიონის სოფელ დაბას ტერიტორიაზე არსებულ ტყეში ცეცხლის ლოკალიზება მაშველებსა და მეხანძრეებს რთული რელიეფის გამო უჭირთ.

ხანძრის ჩაქრობას ხელი შეუშალა ძლიერმა ქარმაც. მთელი ღამის განმავლობაშ მუშაობის შედეგად მაშველებმა სოფელ ყვიბისიდან არსებული ბილიკი გააფართოვეს და ცეცხლთან მიახლოება შეძლეს.

უსაფრთხოებიდან გამომდინარე ღამით მუშაობა შეწყვიტა ვერტმფრენმა ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში ის გამთენიისას კვლავ ჩაერთო. ბოლო ინფორმაციით, ხანძარმა სავარაუდოდ 5 ჰექტრამდე ფართობი მოიცვა.
მაშველებთან და მეხანძრეებთან ერთად ადგილზე მუშაობენ სატყეო სააგენტოს თანამშრომლებიც – სულ 300-მდე ადამიანი.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით, დასახლებულ პუნქტებში ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button