შავი ზღვის სანაპიროზე თეთრი ალმები წითლით იცვლება

დილიდან, ბათუმში ძლიერი ქარია. საგანგებო სიტუაციების სამსახური საშტორმო მდგომარეობას აცხადებს.

სანაპიროზე თეთრი ალმები წითლით იცვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანაობა დღეს აკრძალული იქნება.

საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტის აჭარის სამსახური ამბობს, რომ ზღვის ღელვის სიმძლავრე 4-5 ბალს მიაღწევს.

ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩაზე ქარმა ხე მოგლიჯა, რომელიც საავტომობილო გზაზე დაეცა. ნაწილობრივ შეფერხდა საავტომობილო მოძრაობა. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც საავტომობილო ნაკადს არეგულირებენ. ასევე მობილიზებულია სანდასუფთავების თანამშრომლები, რომლებიც გზას ხის ტოტებისგან ასუფთავებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button