NDI-იმ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევის შედეგად, გამოკითხვის მიხედვით, ქვეყნის მოსახელობის მთავარ პრობლემად, კვლავ სამუშაო ადგილები რჩება. პრობლემების ჩამონათვალში, 2009 წლიდან უმუშევრობა ნომერ პირველ პრობლემად სახელდება, 2017 წელსაც იგივე პრობლემა აწუხებს მოსახლეობის 52 პროცეცენტს.

კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რომელი საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი – 52% სამუშაო ადგილებს, 31% – სიღარიბეს; 30% – ტერიტორიულ მთლიანობას ასახელებს.

28% – ფასების ზრდასა და ინფლაციაზე ამახვილებს ყურადღებას; 25% – ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებას, 22% – პენსიებს, 16% კი, ხელფასებს ასახელებს.

კვლევის ავტორები მიუთითებენ, რომ ეს ჩამონათვალი 2009 წლის შემდეგ არ შეცვლილა.

კითხვაზე, როგორ შეიცვლება თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა მომდევნო 12 თვის განმავლობაში – მხოლოდ 1% აცხადებს, რომ ძალიან გაუმჯობესდა. 22% მიიჩნევს, რომ ნაწილობრივ გაუმჯობესდა, 51%-ისთვის ეკონომიკური მდგომარეობა იგივე დარჩა, 10%-თვის ნაწილობრივ გაუმჯობესდა, 2% კი აცხადებს, რომ მათი ეკონომიკური მდგომარეობა მომდევნო 12 თვის განმავლობაში ძალიან გაუარესდება.

კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ გამოკითხულთა 62% თავს დაუსაქმებლად, ხოლო 38% დასაქმებულად თვლის.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი – 9 ივლისის პერიოდს მოიცავს. კვლევა საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

81224_cover_b

მსგავსი პოსტები

Back to top button