“საკონსტიუციო ცვლილებებმა პოლარიზება მოახდინა”

საკონსტიუციო ცვლილებებმა პოლარიზება მოახდინა, კონსტიტუცია, რომელსაც არ აქვს საკმარისი მხარდაჭერა, შესაძლოა ნეგატიურად აისახოს, – ამის შესახებ NDI-ის დელეგაციის წევრმა, მარია ბაბიკიმ არჩევნებისთვის მზადების პროცესის შეფასების შესახებ გამართულ პრესკონფერენიაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, სამი თვე დარჩა ოქტომბრის არჩევნებამდე და საქართველო იმყოფება მნიშვნელოვანი რეფორმების პროცესში. 

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტში მხოლოდ 16% არის ქალი, საკრებულოებში – 12% და მხოლოდ ერთი ქალი არის გამგებელი. ”სამწუხაროა, თუ არც ერთი რეფორმა არ გააძლიერებს გენდერულ თანასწორობას” , – განაცხადა მარია ბაბიკიმ. 

როგორც ბაბიკიმ აღნიშნა, რეფორმების დაჩქარებულად გატარების მიზეზები დელეგაციას კარგად არ აუხსნეს. ამასთან, ბაბიკი მიიჩნევს, რომ მაჟორიტარებთან მიმართებაში თანაბარი გარემო არ არის.

მსგავსი პოსტები

Back to top button