პარლამენტში ლაშა თორდიას ელოდებიან

საქართველოს პარლამენტში დღეს გენერალურ აუდიტორს ელოდებიან. ლაშა თორდია დეპუტატებს ყოველწლიური ანგარიშით მიმართავს. გენერალური აუდიტორი ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს სხვადასხვა უწყებებში შესყიდვებთან დაკავშირებულ პრობლემებზე. მათ შორის, კორუფციის ფაქტებსა და ბიუჯეტის არაეფექტურ განკარგვაზე.

ლაშა თორდია შეკითხვებსაც უპასუხებს. კითხვები შეეხება ოთარ ფარცხალაძესა და ლაშა თორდიას შორის დაპირისპირებას, რომელიც გენერალური აუდიტორის თქმით, ერთ-ერთ კორუფციულ გარიგებას უკავშირდება.

აუდიტის სამსახურის დასკვნაში მოყვანილ დარღვევებზე დროულ რეაგირებას ითხოვს „ნაციონალური მოძრაობა“.

მმართველ გუნდში კი ამტკიცებენ, რომ ანგარიშში სერიოზული დარღვევა არ ფიქსირდება. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კოვზანაძის ინფორმაციით, დასკვნაში საუბარია 27 ფაქტზე, რომელიც შესასწავლად პროკურატურას უკვე გადაეგზავნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button