ავლაბარში ქუჩაში დატოვებულ ჩანთაში ტანსაცმელი აღმოაჩინეს

ცრუ განგაში ავლაბარში. გონაშვილის ქუჩაზე დატოვებულ ჩანთაში გამნაღმველებმა ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოაჩინეს.

უყურადღებოდ დატოვებულ ჩანთაში ტანსაცმელი იყო. გონაშვილის ქუჩაზე მოძრაობა უკვე სრულად აღდგა. მეტრო ავლაბრის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი იყო ცოტა ხნის წინ. ადგილზე პოლიცია და გამნაღმველები იყვნენ მობილიზებულნი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განუახადეს, საპატრულო პოლიციამ მიმდებარე ტერიტორია 112 -ში შესული შეტყობინების საფუძველზე გადაკეტა.

თვითმხილველების განცხადებით, მათ ქუჩაზე ჩანთა შენიშნეს და სამართალდამცველები გამოიძახეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button