ყაჩაღობა ახალციხეში

შსს-მ ახალციხეში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნილად გამოაცხადა. სამართალდამცავებმა ყაჩაღობის ბრალდებით, 22 და 24 წლის პირები ცხელ კვალზე დააკავეს.

უწყების მტკიცებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, ახალციხის რაიონის სოფელ წნისში, ავტოგასამართ სადგურ “არალში”, ოპერატორს ცივი იარაღით თავს დაესხნენ, მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს და ფული გასტაცეს. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შსს თქმით, სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button