Facebook-ის მომხმარებელი 2 მილიარდი გახდა

ფეისბუქში ექაუნთების რაოდენობამ 2 მილიარდს ოფიციალურად მიაღწია. ამის შესახებ სოციალური ქსელის დამაარსებელმა მარკ ცუკერბერგმა საკუთარ გვერდზე დაწერა.

“დილის მონაცემებით, Facebook საზოგადოება უკვე 2 მილიარდი ადამიანია. მსოფლიოს დაკავშირებაში წინ მივიწევთ, ახლა ის უფრო მეტად უნდა დავაახლოვოთ. ჩემთვის დიდი პატივია ამ მოგზაურობაში თქვენთან ერთად ყოფნა”, – წერს ცუკერბერგი.

სოციალური ქსელი 19 წლის სტუდენტმა 2001 წელს დააარსა. “ფეისბუკის” შტაბ-ბინა კალიფორნიაში, მენლო-პარკში მდებარეობს. 2017 წლისთვის კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობამ 18770 ადამიანი შეადგინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button