საკონტრაქტო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს

ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ბაზის ტერიტორიაზე I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის საკონტრაქტო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს, – ამის შესახებ წერია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

როგორც უწყებაში ამბობენ, 1995 წელს დაბადებულმა პირველი კლასის რიგითმა განწესში მორიგეობის დროს თვითმკვლელობის მიზნით, მასზედ განპიროვნებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში გასროლით ცეცხლნასროლი ჭრილობა მიიყენა. იგი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button