საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს გაიმართება

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის ოქტომბერში, მესამე კვირის ბოლოს გაიმართება. არჩევნების დანიშვნის აქტი კი 60 დღით ადრე გამოიცემა, ანუ აგვისტოს ბოლოს.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, არჩევნების თარიღის თაობაზე მთავრობასთან მოილაპარაკეს.

“მომავალი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს ჩატარდება. ამის თაობაზე ვიმუშავეთ და მოვილაპარაკეთ მთავრობასთან, თუმცა აქტი ამ არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოიცემა 60 დღით ადრე, აგვისტოს ბოლოს. ასეთი გადაწყვეტილება განპირობებულია, თუნდაც, შარშანდელი წლის გარკვეული გაუგებრობიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ არის გარკვეული საკანონმდებლო დეტალები, საბიუჯეტო დეტალები, რომელიც დაკავშირებულია ამ საკითხთან, მაგრამ არის მთავარი, ეს არის პარტიებისთვის საარჩევნო გარემოს განჭვრეტადობა. დღეს, 4 თვით ადრე, მთავრობასთან ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად, მათ ვაძლევთ შემდეგ ინფორმაციას. 4 თვით ადრე მათ იციან მომავალი საარჩევნო კალენდარი,”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button