ევროკავშირში როუმინგის გადასახადი უქმდება

Telegraph-ის ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე დღეიდან საერთაშორისო როუმინიგის საჭიროება აღარ არის.

15 ივნისიდან ევროპული ქვეყნების მცხოვრებლები ევროკავშირის ტერიტორიაზე აღარ საჭიროებენ დამატებითი გადასახადის გადახდას საერთაშორისო ზარების განხორციელებისთვის და მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნისათვის, ასევე მობილური ინტერნეტის გამოყენებისას.

როუმინგის აკრძალვა ევროკავშირის 28 ქვეყანას ეხება, მათ შორის დიდ ბრიტანეთს რომელიც BREXIT-ის გათვალისწინებით ევროკავშირს 2019 წელს დატოვებს.

თუმცა არსებობს გარკვეული შეზღუდვებიც. იმ შემთხვევაში თუ აბონენტი, საკუთარი ქვეყნის ფარგლებს გარეთ 4 თვეზე მეტი ვადით სარგებლობს უფასო როუმინგით, მობილურ ოპერატორს უფლება აქვს მოიკვლიოს ვითარება და შემდეგ დაარიცხოს გადასახადი აბონენტს.

მსგავსი პოსტები

Back to top button