ანსამბლ “ფაზისის” საიუბილეო კონცერტი

ანსამბლი “ფაზისი” საიუბილეო კონცერტისთვის ემზადება. 40 წლიან შემოქმედებით გზას მუსიკოსები ხვალ, 11 ივნისს, 19:00 საათზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში შეაჯამებენ.

ვაჟთა ვოკალური ანსამბლი ფოლკლორის დაცვასა და აღორძინებას ემსახურება. ანსამბლს გამოცემული აქვს სამი ფირფიტა-გიგანტი და ორი კომპაქტ-დისკი, სადაც შესულია ქართული სასიმღერო ფოლკლორის შედევრები. „ფაზისი“ მონაწილეობდა მრავალ საკავშირო და საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსებში, საიდანაც ყოველთვის გამარჯვებული ბრუნდებოდა.

თავდაპირველად ანსამბლის მუსიკალური ხელმძღვანელი იყო რობერტ გოგოლაშვილი; 1983 წლიდან, დღემდე, მისი ხელმძღვანელია ჯუმბერ ყოლბაია.

ანსამბლი “ფაზისი” განსაკუთრებული მოვლენა იყო ქართულ მუსიკალურ ხელოვნებაში საკუთარი ბგერით, ორიგინალური საშემსრულებლო ხელწერით და განსაკუთრებული რეპერტუარით.

“ფაზისის” შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ლიტერატურულ-მუსიკალურ კომპოზიციებს: “შენ ხარ ვენახი”, “დუმილი რეკავს”.

პროექტის ხელმძღვანელის ეკა რამიშვილის ხმა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button