კატარის მოსახლეობა პროდუქტს იმარაგებს

არაბული ქვეყნების გადაწყვეტილებამ დოჰასთან დიპლომატიური ურთიერთობის შეჩერების შესახებ კატარის მოსახლეობა პანიკაში ჩააგდო.

ადგილობრივი მცხოვრებლები სასმელ წყალსა და პროდუქტებს იმარაგებენ. ერთ-ერთი ეგვიპტური საინფორმაციო პორტალის ინფორმაციით, დოჰაში მარკეტებთან გრძელი რიგები დგას.

პროდუქტები მაღაზიებიდან მანქანებით გააქვთ. დღეს ცნობილი გახდა, რომ 7-მა არაბულმა ქვეყანამ კატარი ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა და დოჰასთან დიპლომატიური ურთიერთობა შეაჩერა.

მსგავსი პოსტები

Back to top button