ტერაქტის საფრთხის გამო მუსიკალური ფესტივალი შეწყდა

გერმანიაში, ტერაქტის საფრთხის გამო მუსიკალური ფესტივალი შეწყვიტეს.

ამის შესახებ ფესტივალის ორგანიზატორებმა Facebook-ზე დაწერეს. ფესტივალს, რომელიც ნიურბერგში ტარდებოდა, დაახლოებით 87 ათასი ადამიანი ესწრებოდა. წერს Deutsche Welle.

ღონისძიება ერთ-ერთი უმსხვილესი როკ-ფესტივალია. ის 1985 წლიდან ყოველწლიურად, ივნისის პირველ კვირაში ტარდება. ბოლო, მასშტაბური ტერაქტი გერმანიაში 2016 წლის დეკემბერში ბერლინში მოხდა. საშობაო ბაზრობაზე სატვირთო მანქანა ხალხით გადატვირტულ ადგილზე შევარდა.

დაიღუპა 11 ადამიანი, 50-ზე მეტი დაშავდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

მსგავსი პოსტები

Back to top button