ლაგოდეხში ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება

საქართველოში ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი პირველად ჩატარდება.

ფესტივალი კულტურის და ეკონომიკის სამინისტროების, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ხორციელდება.

ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით ლაგოდეხის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე 13 კონცერტი გაიმართება.

მელომანები ღია ცის ქვეშ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, სხვადასხვა ქვეყნის ბლუზმენებს მოუსმენენ.

ფესტივალი BLUES&WINE-BlUES VILLAGE-ი BlUES VILLAGE-ს და KOKA & T. BLUES MOB-ის ერთობლივი პროექტია.

მსგავსი პოსტები

Back to top button