სოციალური პროტესტი – მინდა მეტი ბალახი, ხე და ჰაერი ჩემს ქალაქში

სოციალური პროტესტი, სოციალურ ქსელში.

მოქელაქეების გარკვეული ნაწილი ითხოვს, რომ თბილისის ყოფილი იპოდრომი გახდეს თბილისის ცენტრალური პარკი.

“ვითხოვთ მეტ ბალახს, მეტ ჰაერს, ე.წ “ფილტვს” ქალქის ცენტრში. ჩვენ გვინდა, რომ ყოფილი იპოდრომი გახდეს თბილისის ცენტრალური პარკი, ეს ქალაქი ჩვენია!” – ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია “ჰერეთს” სოციალური აქციის ოეგანიზატორმა, ბლოგერმა ელია ამისულაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ამ აქციით მოქალაქეები ერთიანდებიან “ერთი დიდი და საერთო იდეის გარშემო”.

ღონისძიება “მინდა მეტი ბალახი, ხე და ჰაერი – ჩემს ქალაქში” 2017 წლის 3 ივნისის გაიმართება. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ივენთი 100% -ით ნატურალურია და დახმარებას არ მიიღებენ პოლიტიკური პარტიებისგან.

მოუსმინეთ აქციის ორგანიზატორის, ელია ამისულაშვილის ხმას ►

მსგავსი პოსტები

Back to top button