პარიზში ლე პენის შტაბ-ბინა დაარბიეს [Photo/Video]

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის “ეროვნული ფრონტიდან”, მარინ ლე პენის შტაბ-ბინა დაარბიეს და ცეცხლი მოუკიდეს, – იუწყება Agence France-Presse.

ფობურ სან-ონორეს ქუჩაზე მდებარე შტაბ-ბინის პირველ სართულზე ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე მეხანძრეები გამოცხადდნენ და ცეცხლის ლოკალიზება მოახდინეს.

პოლიციის მონაცემებით, დარბევაზე პასუხიხმგებლობა დაჯგუფებამ – “ბრძოლა ქსენოფობიასთან” თავის თავზე აიღო.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 23 აპრილს ჩატარდება. იმ შემთხვევაში, თუკი პირველ ტურში გამარჯვებული კანდიდატი ვერ გამოვლინდება, 7 მაისს მეორე ტურს დანიშნავენ.

[print_gllr id=56403]

 

მსგავსი პოსტები

Back to top button