ეგვიპტის ეკლესიებში აფეთქებები მოხდა [Photo/Video]

მიმდინარე წლის 9 აპრილს ეგვიპტის 2 კოპტურ ეკლესიაში მომხდარი აფეთქების შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა, 100 დაიჭრა. ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა, – იუწყება AFP.

სააგენტოს ინფორმაციით, ქალაქ ტანტაში 27 ადამიანი, ხოლო ალექსანდრიაში 16 ადამიანი დაიღუპა. მათ რიცხვში 3 პოლიციელი იყო.
ალექსანდრიაში პოლიციელმა უცნობ მამაკაცს ეკლესიაში შესვლის ნება არ დართო, რის შემდეგაც კამიკაძემ ტაძრის შესასვლელთან თავი აიფეთქა.
ტანტაში აფეთქება მარ გირგის (წმინდა გიორგის) ტაძარში მაშინ მოხდა, როცა იქ ბზობის კვირის აღსანიშნავად ლიტურგია ტარდებოდა. როგორც ცნობილია, ქალაქის მოსახლეობის 10% ქრისტიანული აღმსარებლობის მიმდევარია.
ეგვიპტეში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებზე პასუხისმგებლობა თავის თავზე „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

[print_gllr id=56320]

მსგავსი პოსტები

Back to top button