50 წლამდე ასაკის ტყის მცველის გვამი იპოვეს

შიდა ქართლში, სოფელ ხოვლეს ტყეში 49 წლის მამაკაცის გვამი იპოვეს. გარდაცვლილი ტყის მცველი იყო და ის სახლიდან 25 თებერვალს გავიდა.

ოჯახის წევრებმა დახმარებისთვის სამართალდამცველებს მიმართეს. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, ყურაშვილი სოფლის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. მისი სხეული უკვე ცხოველებისგან იყო დაზიანებული. ოჯახის წევრები მკვლელობის ვერსიაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ყურაშვილს თავში ბლაგვი საგნით ჰქონდა მიყენებული ჭრილობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში თქვეს, ომ გარდაცვალების მიზეზის დასადგენად დანიშნულია ექსპერტიზა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button