საბჭოთა ოკუპაცია

საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო დღეს გიორგი მარგველაშვილმა.

უმაღლესი მთავარსარდლის გარდა, ტაბახმელაში იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრი და თბილისის მერი.

პრეზიდენტმა მემორიალთან გაკეთებული განცხადებისას ახალი ინიციატივაც გაახმაურა. პრეზიდენტის ფონდიდან გამოიყო თანხა, რომელიც კოჯრის ტყეში იმ ტერიტორიის აღდგენასა და ტურისტულ ზონად მოწყობას მოხმარდება, სადაც იუნკერების სანგრები მდებარეობდა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.

თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ, აღნიშნა, რომ მომდევნო წლებში მუზეუმი შეიქმნება, სადაც თავს მოიყრის ყველა ექსპონატი.

მსგავსი პოსტები

Back to top button