ქუთაისში 18 წლის გოგო საავადმყოფოში გარდაიცვალა

გამოძიებას ითხოვენ ქუთაისში გარდაცვლილი 18 წლის ნათია შეყილაძის ოჯახის წევრები.

გოგონას ახლობლები სამედიცინო პერსონალს გულგრულობაში ადანშაულებენ. ნათია შეყილაძე ჭითაურიდან ქუთაისში რამდენიმე დღის წინ რეანომობილით უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. გოგონა რეანიმაციაში ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფებოდა, გუშინ საღმოს კი გარდაიცვალა.

კლინიკა იუნიქალ მედის დირექტორის განცხადებით, მკურნალობისას შეცდომები არ დაუშვიათ და პაციენტი აპარატიდან გუშინ დილით, მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, გამორთეს. თუმცა, რა გახდა სიკვდილის მიზეზი, მისთვის უცნობია. სამედიცინო პერსონალი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება. 

მსგავსი პოსტები

Back to top button