“საფრთხის წინაშე დგას მამა გიორგის სიცოცხლე”

„საფრთხის წინაშე დგას მამა გიორგის სიცოცხლე,“- ეს განცხადება დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა.

მიხეილ რამიშვილი სახალხო დამცველს მიმართავს, რომ დღეს და ხვალ დეკანოზი გიორგი მამალაძე მოინახულოს. ადვოკატის თქმით, მამა გიორგისა და ადვოკატების მოთხოვნაზე, რომ დეკანოზის დაკითხვა 24 თებერვალს მომხდარიყო, პროკურატურის წარმომადგენლებმა უარი თქვეს, რასაც მიხეილ რამიშვილმა უპასუხისმგებლობა უწოდა.

ადვოკატების თქმით, არსებობს საფრთხე, რომ შაბათ-კვირის განმავლობაში მამა გიორგი მამალაძეზე განხორციელდეს ზეწოლა. მისი თქმით, ამის საფრთხე არსებობს, რადგან მამა გიორგი მამალაძე ჩვენების დროს ისეთი განცხადების გაკეთებას აპირებდა, რაც საქმის გარემოებებს რადიკალურად შეცვლიდა. როგორც ცნობილია, შაბათ-კვირას ადვოკატებს ბრალდებულის მონახულების უფლება არ აქვთ.

მსგავსი პოსტები

Back to top button