კომპანია “საქართველოს” მიერ დაზარალებულთა აქცია

საფინანსო კომპანია “საქართველოს” მიერ დაზარალებულებმა ეროვნული ბანკის წინ აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეების თქმით, უნდა ჩატარდეს გამოძიება, თუ რა ხარვეზებია დაშვებული ეროვნული ბანკის მიერ და შესაბამისი პასუხისმგებლობა აიღოს.

საფინანსო კომპანია “საქართველოს” მიერ დაზარალებულები ასევე მოითხოვენ საპარლამენტო კომისიის შექმნას რაგდან მიიჩნვენ, რომ ეროვნული ბანკი ანგარიშვალდებულია საკანონმდებლი ორგანოს წინაშე.

მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეანაბრეები მასშტაბურ აქციებს გეგმავენ.

ეროვნული ბანკიდან მათ არავინ გამოხმაურებია.

მსგავსი პოსტები

Back to top button